11 დეკემბრის პოლიტიკური შეფასებები, სხვადასხვა ბანაკად დაყოფილი პოლიტიკოსები ქვეყანას კვლავ საგანგებო რეჟიმში აცხოვრებენ.
საქართველოს მოქალაქეების მიერ პანდემიის პირობებში საკუთარი ჯანმრთელობის რისკის ფასად გაკეთებული არჩევანის მიუხედავად, ქართული პოლიტიკა ქვეყანაში მაინც ქუჩასა და პარლამენტს შორის არის გაჩხერილი.
სურათი არ იცვლება, სტრესული გარემო არ ცხრება. ისევ ისმის ურთიერთბრალდებები. პოლიტიკური ოპონენტები არსებულ ვითარებაზე პასუხისმგებლობას კვლავ ერთმანეთს აკისრებენ.
ყველაფრის მიუხედავად, მათი ნაწილი მაინც იტოვებს იმედს, რომ პოლიტიკურ მოთამაშეებს შორის შეთანხმება შედგება.
ორი პოლიტიკური ფლანგი საერთო ენის ძიებისას ერთმანეთისგან განსხვავებულობას განსაკუთრებული სიმწვავით აწყდებიან, რაც პერიოდულად ქვეყნის პოლიტიკურ ტემპერატურას უმაღლეს ნიშნულზე წევს, თუმცა ორივე ფლანგზე თანხმდებიან იმაზე, რომ დათმობები და კომპრომისი პრობლემის დაძლევის გზაა.
ვინ რისთვისაა მზად, ამ კითხვაზე პასუხი თითოეულმა მხარემ ინდივიდუალურად უნდა გასცეს.