24 აპრილი 2024,   02:12
ვრცლად
ოპოზიციაში არის სამი ჯგუფი: საბოტაჟნიკების, ჩამშლელების გუნდი, გადაუწყვეტელი პარტიების ჯგუფი და ჩვენ და "გირჩი" - ალეკო ელისაშვილი

პარტია "მოქალაქეების" თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი "ღამის კურიერის" ეთერში აცხადებს, რომ ოპოზიცია ახლა სამ ჯგუფად არის დაყოფილი.

"გიგა ბოკერია პარტია არის ამ არჩევნებზე შერცხვენილი. გიგა ბოკერიას პარტიის ლიდერების 3/4 დარჩა პარლამენტს მიღმა.

დღეს ხალხს მიაყენეს შეურაცხყოფა, ჯერ ერთი ნაწილი იდგა და მემორანდუმს აწერდა ხელს მანდატებზე უარს ვამბობთო, როდესაც მანდატები არ აქვთ. 

გიგა ბოკერიას პარტიიდან ერთი ათი კაცი, რომ შესულიყო პარლამენტში დღეს სხვანაირად იჭიკჭიკებდა. ახლა ურევს, რადგან ვერ შევიდნენ პარლამენტში ესენი არიან საბოტაჟნიკების ჯგუფი.  ოპოზიციაში არის სამი ჯგუფი: ერთი - საბოტაჟნიკების ჩამშლელების გუნდი. 

მეორე- გადაუწყვეტელი პარტიების ჯგუფი, "ნაციონალური მოძრაობა". იქ პარტიის შიგნით მიდის ძალიან ინტენსიური დისკუსია და ვერ გადაუწყვეტიათ რა ქნან შევიდნენ თუ არ შევიდნენ. მესამე ჯგუფი ვართ ჩვენ და გირჩი.

მე რატომაც ავყვირდი და მე და იოსელიანი მოღალატეებად, რომ გამოგვაცხადეს ზუსტად ვიცით რასაც ვაკეთებთ. ჩვენ გვინდა მოლაპარაკების მაგიდიდან გამოვიდეთ შეთანხმებით, ისეთი შეთანხმებით რომელზეც ვოცნებობთ 30 წელია, "-აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.

დღის ამბები