17 ნოემბერი 2024,   14:46
ვრცლად
ქუჩაში გასვლა, სამართლიანი პროტესტი, როდის შემდეგ გახდა რევოლუცია?! - თეონა დოლენჯაშვილი ალეკო ელისაშვილს

მწერალმა თეონა დოლენჯაშვილი "ღამის კურიერის" ეთერში პარტია მოქალაქეების ლიდერის, ალეკო ელისაშვილის საპასუხოდ განაცხადა, რომ ქუჩაში გამოსვლა რევოლუციას არ ნიშნავს და ეს ბრძოლის ერთ-ერთი ხერხია. 

მისი თქმით, როცა ოპოზიციონერი დეპუტატი ქუჩის პროტესტს რევოლუციას უწოდებს, მძიმე ბრალს დებს და შეურაცხყოფს საზოგადოების იმ ნაწილს, ვინც ამ გზას მიმართავს. 

"ქუჩაში გასვლა, სამართლიანი პროტესტი როდის შემდეგ გახდა რევოლუცია?! ჩვენ გვაქვს პროტესტის უფლება. ეს არის ბრძოლის ერთ-ერთი ფორმა, ყოველთვის ასე იყო, ქვეყანაში 30 წელია მიტინგებზე ვდგავართ, მაგრამ მოძალადე და რევოლუციონერი არ დამრქმევია, იქ გავიზარდე, ასე ვთქვათ.

ის, რომ მივმართავთ ქუჩის პროტესტს, ბოიკოტს, ვაპროტესტებთ გაყალბებულ არჩევნებს, საკუთარი ხმების წართმევას, და ეს ერთ-ერთი ოპოზიციონერის მიერ მეორე გზად ინათლება და მას ერქმევა რევოლუცია, ეს არის ყველას, მთელი მეორე ნაწილის, იმ ადამიანების, რომლებიც ამას ვაპროტესტებთ, შეურაცხყოფა, ძალიან მძიმე ბრალდება,"-განაცხადა მან.

დღის ამბები