არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ" აღიარა, რომ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ხმების პარალელური დათვლის პირველად ანგარიში არაზუსტია.
ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ გამოვლინდა ხარვეზი საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში.
განცხადების მიხედვით, დაზუსტებული შედეგებით, ცესკოსა და ხმების პარალელური დათვლით დადგენილი სხვაობა გავლენას არ ახდენს არცერთი საარჩევნო სუბიექტის მანდატების რაოდენობაზე.
„სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების დღის საბოლოო შედეგების დაზუსტებული ინფორმაციით, "ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს" ხმების 47.6% აქვს.