17 ნოემბერი 2024,   14:51
ვრცლად
ირლანდიის პარლამენტში საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს და ქვეყნისადმი მხარდაჭერა გამოხატეს

ირლანდიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი ზურაბაშვილმა სიტყვით მიმართა ირლანდიის პარლამენტის საგარეო საქმეთა და თავდაცვის გაერთიანებული კომიტეტის წევრებს, სადაც წარიმართა მსჯელობა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებასა და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესზე.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ელჩმა კომიტეტის წევრებს ინფორმაცია მიაწოდა რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ანექსიის პროცესის გააქტიურებაზე და ამ კუთხით ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შესახებ, ისაუბრა ოკუპაციის შედეგად წარმოქმნილი უსაფრთხოების, ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებების სფეროში არსებულ რთულ გამოწვევებზე, უკანონო დაკავებებსა და სიცოცხლის ხელყოფის ფაქტებზე.

საქართველოს ელჩმა ირლანდიის პარლამენტის წევრებს ასევე გააცნო ის წარმატებები და პროგრესი, რომელსაც საქართველომ მიაღწია ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე და განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ირლანდიის მხარეს მხარდაჭერისთვის. 

ორმხრივ ურთიერთობებზე საუბრისას, გიორგი ზურაბაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოში ირლანდიის საელჩოს გახსნის აუცილებლობას, მით უფრო, როდესაც ირლანდია გაერო-ს უშიშროების საბჭოს არამუდმივი წევრი ქვეყნა ხდება და შეუძლია მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს რეგიონში სტაბილურობის განმტკიცების კუთხით.

ირლანდიის პარლამენტის წევრებმა მათ, კიდევ ერთხელ, დააფიქსირეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა, რაც არაერთხელ იქნა ასახული ირლანდიის პარალმენტის მიერ მიღებულ საქართველოს მხარდამჭერ რეზოლუციებში.

დღის ამბები