17 ნოემბერი 2024,   14:35
ვრცლად
საქართველოსა და რეგიონში აშშ-სა და ნატო-ს სამხედრო აქტივობის გათვალისწინებით, ძალის გამოუყენებლობის შეთანხმების მნიშვნელობა იზრდება - რუსეთის საგარეო უწყება 

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე რუსული მხარე და მასთან ერთად ოკუპირებული ცხინვალისა და აფხაზეთის არ აღიარებული მთავრობის წარმომადგენლობა კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას საქართველოსთან ძალის გამოუყენებლობის შეთანხმების მიღწევაზე. ამის შესახებ აღნიშნულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 51-ე რაუნდთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში.

მათი ინფორმაციით, ამ შეთანხმებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცებისთვის.

"საკითხის აქტუალობა განსაკუთრებით იზრდება აშშ-სა და ნატოს სამხედრო აქტივობის ზრდის გათვალისწინებით საქართველოსა და რეგიონში. სამწუხაროდ, საქართველოს დელეგაციამ კვლავ ვერ გამოავლინა კონსტრუქციული მიდგომა ამ საკითხის განხილვაში,"- ნათქვამია განცხადებაში.

დღის ამბები