17 ნოემბერი 2024,   14:51
ვრცლად
უკრაინა მკაცრად გმობს რუსეთსა და აფხაზეთის "ადმინისტრაციის" მიერ მიღებულ ე.წ. საერთო სოციალური - ეკონომიკური სივრცის ჩამოყალიბების პროგრამას

უკრაინის საგარეო უწყება რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებსა და აფხაზეთის "ადმინისტრაციას“ შორის ე.წ. "საერთო სოციალურ- ეკონომიკური სივრცის ჩამოყალიბების პროგრამასთან” დაკავშირებით მიღწეულ შეთანხმებას ეხმიანება. 

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს და არ აღიარებს ამ პროგრამის მიღებას და მსგავს ქმედებებს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიის მორიგ მცდელობად აფასებს.

"რუსეთის ფედერაცია განაგრძობს აგრესიას მეზობელი სახელმწიფოების მიმართ და მათი სუვერენული ტერიტორიების ოკუპაციას. უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და ნორმებს, თანმიმდევრულად და მიზანმიმართულად ძირს უთხრის საერთაშორისო და რეგიონულ უსაფრთხოებას" - ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

დღის ამბები