17 ნოემბერი 2024,   14:40
ვრცლად
ჩვენი სურვილია რადიკალური ოპოზიციური პარტიები არ შემოვიდნენ პარლამენტში - ირაკლი კობახიძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მმართველი გუნდის სურვილია, რადიკალური ოპოზიციური პარტიები არ შევიდნენ საქართველოს პარლამენტში.  

"ვნახოთ როგორ წავა ეს პროცესი, ჩვენი სურვილი არის ის, რომ არ შემოვიდეს ყველა ოპოზიციური პარტია პარლამენტში. რადიკალური ოპოზიციური პარტიები, რომლებიც ასეთ რაღაცეებს კადრულობენ, არ უნდა შემოვიდნენ საქართველოს პარლამენტში, მათი ადგილი უმაღლეს დემოკრატიულ ორგანოში საქართველოში არ არის. თუმცა ჯანსაღმა ოპოზიციურმა პარტიებმა აუცილებლად უნდა დაიკავონ თავიანთი ადგილები პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში.

მათთვის მაგიდის აყირავება და მოლაპარაკების ჩაშლა იყო თვითმიზანი და ეს გააკეთეს სამწუხაროდ მიუხედავად იმისა, რომ მათ იცოდნენ ელჩების დამოკიდებულება ასეთ განვითარებასთან დაკავშირებით. არა მარტო იცოდნენ და ანგარიში არ გაუწიეს, ისინი პირდაპირ დაესხნენ თავს ჩვენს ფასილიტატორ ელჩებს, ეს იყო აბსოლუტურად მიუღებელი და შემაშფოთებელი მოვლენა, ეს იყო კლასიკური ნიმუში იმისა, თუ როგორ წარმოებს რბილი ძალით ანტიდასავლური კამპანია," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები