ამ წუთებში, ზურა გირჩი ჯაფარიძე მხარდამჭერებს ხვდება. დისკუსია მიმდინარეობს საკითხზე, როგორ უნდა გააგრძელოს პარტიამ განვითარება, მაშინ როცა ერთმანეთთან დაპირისპირებული ლიდერებიდან წასვლას არავინ აპირებს.
პრობლემის მოსაგვარებლად არაერთი ვერსია გამოითქვა, მათ შორის-ფრაქციების შექმნა, ასევე, ონლაინ გამოკითხვა, ან სულაც, პარტიის სხვადასხვა პლატფორმის, რესურსებისა და ინფრასტრუქტურის გაყოფა.
ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ დეტალებზე საუბარი არ სურს.
"გირჩის მხარდამჭერები შეიკრიბებიან გირჩის ოფისში, ვისაუბრებთ გირჩის მომავალზე, რაღაც ნაწილი ცალკე აგრძელებს პოლიტიკურ საქმიანობას. აქ ხალხი ცალკე ვაპირებთ, რომ გავაგრძელოთ ამაზე საუბარი," - აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.