17 ნოემბერი 2024,   14:38
ვრცლად
ჩვენმა ოპონენტებმა შექმნეს გაყალბებული არჩევნების ისტორია, რომელიც დააჯერეს საკუთარ მომხრეებს - შალვა პაპუაშვილი

"ქართული ოცნების" წევრმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიციის მიერ შექმნილ ისტორიას არჩევნების გაყალბების თაობაზე საფუძველი გამოეცალა.

მისი თქმით, მმართველი გუნდის ოპონენტები არჩევნების გაყალბების შესახებ ისტორიას ISFED-ის მიერ გამოქვეყნებულ პარალელური დათვლის შედეგებს აყრდნობდნენ, კორექტირების შედეგად კი ეს მოცემულობა შეიცვალა. 

"ეს იყო ბოლო არგუმენტი, რაზეც იყო ჩამოკიდებული მთელი ეს ნარატივი და სწორედ ეს არის, რაც ჩვენმა ოპონენტებმა შექმნეს - გაყალბებული არჩევნების ისტორია, რომელიც დააჯერეს საკუთარი მომხრეების გარკვეულ რაოდენობას, რომლებიც ყრუ არიან იმ ციფრებისა თუ რიცხვებისთვის, რომლებსაც წარვადგენთ ხოლმე. შესაბამისად, შეცვალა ის, რომ ყველა არგუმენტი გამოეცალათ, რაც რიცხვებს შეეხება,"- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები