17 ნოემბერი 2024,   14:33
ვრცლად
რას ცვლის ISFED-ის ახალი დასკვნა დიალოგის მაგიდასთან - მე-5 რაუნდამდე უმრავლესობა ოპოზიციის ბოდიშს ითხოვს, ოპონენტები კი პოზიციებს არ თმობენ

შეცვლის თუ არა ISFED-ის დასკვნა მოლაპარაკების პერსპექტივას - პარლამენტის თავმჯდომარემ ოპონენტებს მოუწოდა, არჩევნების გაყალბების შესახებ ცრუ ბრალდებების გამო ბოდიში მოიხადონ. არჩილ თალაკვაძის შეფასებით, დიალოგის კონსტრუქციულ რეჟიმში გაგრძელება სწორედ ასეთ პირობებშია შესაძლებელი. 

ბოდიში არ იქნება, თუმცა იქნება დიალოგის მე-5 რაუნდი, სადაც მმართველი გუნდის მსგავსად მისვლას აანონსებს უკლებლივ ყველა ოპოზიციური პარტია. მათი თქმით, ISFED-ის დასკვნა შეხვედრის წინა სტატუს კვოს არ ცვლის, რადგან პრობლემები არ გამქრალა და საქმე მხოლოდ ოქმებში არ იყო.

მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდი, ბოლო და დაუზუსტებელი ინფორმაციით, ზუსტად 2 დღეში უნდა შედგეს, მოლოდინი განსხვავებულია. ოპოზიციონერ ლიდერებს უჭირთ იმის პროგნოზი, როგორი იქნება საბოლოო შედეგი.

ელჩებთან ერთად ჩანიშნული მე-5 რაუნდისთვის ემზადება "ქართული ოცნებაც". მანამდე კი უმრავლესობა ოპონენტების ბრალდებებს კონტრბრალდებით პასუხობს, მოლაპარაკების ჩაშლის თაობაზე.

მე-10 მოწვევის პარლამენტის შეკრებამდე 1 დღით ადრე ჩანიშნული რაუნდი ჩაიშალა, დაზუსტებით ჯერ უცნობია გადაინაცვლებს თუ არა მე-5 შეხვედრა მომდევნო კვირას. მხარეები დიალოგის მოლოდინში არიან. 

დღის ამბები