17 ნოემბერი 2024,   14:52
ვრცლად
გნებავთ კომისია შევქმნათ, გნებავთ, გადავთვალოთ, გნებავთ ვიდეოთვალი გავხსნათ, ჩვენ ამ პოზიციებიდან არ გადაგვიხვევია - გიორგი ვოლსკი

პარლამენტის ვიცე-სპიკერის გიორგი ვოლსკის განცხადებით, ნებისმიერ კითხვის ნიშანს, რომელიც არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით არსებობს, პასუხი უნდა გაეცეს.

ვოლსკის თქმით, მეხუთე რაუნდი აუცილებელია.

"ჩვენ არ შეგვიცვლია დამოკიდებულება. გნებავთ კომისია შევქმნათ, გნებავთ გადავთვალოთ, გნებავთ ვიდეოთვალი გავხსნათ და ნებისმიერი კითხვის ნიშანი, რომელიც ამ არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით არსებობს, პასუხგაცემული უნდა იყოს – ჩვენ ამ პოზიციისთვის არც გადაგვიხვევია და არც ვაპირებთ.

რასაკვირველია, პარლამენტის მუშაობის დაწყებას, არც არავინ უნდა შეეწინააღმდეგოს, რადგან ეს სრული ლუსტრაცია და ფსკერი იქნება. ბიუჯეტია დასამტკიცებელი, რომელმაც ქვეყანა უნდა გადაარჩინოს," - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ. 

დღის ამბები