17 ნოემბერი 2024,   14:44
ვრცლად
თუ ისინი ამ ეტაპზე ჩაშლიან მოლაპარაკებას, საბოლოო ჯამში მაინც მოუწევთ დასხდომა მოლაპარაკების მაგიდასთან – გიგა ბოკერია

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით, ხელისუფლებას მოუწევს მოლაპარაკების მაგიდასთან საუბარი იმაზე, თუ როგორ უნდა ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები.

როგორც გიგა ბოკერია აცხადებს, ოპოზიციის მხრიდან მშვიდობიანი ბოიკოტი გაგრძელდება.

"თუ ისინი ამ ეტაპზე ჩაშლიან მოლაპარაკებას, საბოლოო ჯამში მაინც მოუწევთ დასხდომა მოლაპარაკების მაგიდასთან და საუბარი იმაზე, როგორ ჩავატაროთ ნორმალური ვადამდელი არჩევნები და ამის ალტერნატივა არის ქვეყნისთვის ძალიან სახიფათო და ივანიშვილისთვის შესაძლოა, დამღუპველი, რაც ადრე მიხვდება ამას ივანიშვილი, მით უკეთესი.

ოპოზიციას აქვს გეგმა საზოგადოებრივი პროტესტის გაგრძელების, მშვიდობიანი, სხვადასხვა ინტენსივობით. "ევროპულ საქართველოს" აქვს გეგმა ამომრჩევლებთან კარდაკარ სიარულის და მოლაპარაკების გაგრძელების, სადაც ამის შესაძლებლობა იქნება," - განაცხადა გიგა ბოკერიამ. 

დღის ამბები