17 ნოემბერი 2024,   14:42
ვრცლად
ახალი მოწვევის პარლამენტი დღეს კომიტეტების პირველ სხდომას გამართავს

ახალი მოწვევის პარლამენტი დღეს კომიტეტების პირველ სხდომებს მართავს. კანონმდებლები 5 კომიტეტის განხილვებში მიიღებენ მონაწილეობას.

დეპუტატებმა უნდა შეიმუშაონ და დაამტკიცონ კომიტეტების დებულებები, ასევე აირჩიონ კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეები, თუმცა ოპოზიციის ბოიკოტიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე ვაკანტური დარჩება ყველა კომიტეტში მათთვის განკუთვნილი თავმჯდომარის მოადგილის კვოტა.

რაც შეეხება მთავრობის ფორმირებასა და ბიუჯეტის განხილვას, ამ საკითხზე მსჯელობა საკანონმდებლო ორგანოში, სავარაუდოდ, მომავალი კვირიდან დაიწყება.

დღის ამბები