17 ნოემბერი 2024,   14:37
ვრცლად
ვფიქრობთ, რომ მოლაპარაკებების გაგრძელების რესურსი არსებობს - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციასთან მოლაპარაკებების რესურსი ამოწურული არ არის.

ირაკლი კობახიძის მტკიცებით, მოლაპარაკების მაგიდა ოპოზიციამ ააყირავა, როდესაც პარლამენტის შეკრებამდე ერთი დღით ადრე შეხვედრაზე უარი განაცხადა. 

"ვფიქრობთ, რომ მოლაპარაკებების გაგრძელების რესურსი არსებობს. მათ პირდაპირ მისწერეს ელჩებს, რომ არ უნდოდათ მეორე დღეს მოლაპარაკებებზე მოსვლა, ეს არის აყირავება.

ისინი თავიანთ მოთხოვნას მოლაპარკებებთან დაკავშირებით აფუძნებდნენ არჩევნების გაყალბების მტკიცებაზე. ამ დროს ჩვენ გამოვდივართ და ბრიფინგზე ვაცხადებთ, გადათვალონ ნებისმიერი ფორმით საგამოძიებო კომისიის ფარგლებში მონაცემები და თუ მინიმალური გადახრაც კი დაფიქსირდება, მაშინვე ვატარებთ რიგგარეშე არჩევნებს. ამის მერე კიდევ რომ მაგიდას აყირავებ, ბუნებრივია, ეს არის საბაბი და მეტი არაფერი,"-განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

დღის ამბები