"სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელი, ელენე ნიჟარაძე "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებებს პასუხობს, რომლის მიხედვითაც, "სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელმა თქვა, რომ უხეში ხარვეზის შესახებ ჯერ კიდევ ნოემბრის ბოლოს იცოდა. ნიჟარაძის განცხადებით, ორგანიზაცია საზოგადოების ინფორმირებას სრულყოფილი აუდიტის ჩატარების შემდეგ გეგმავდა.
"სხვადასხვა მიმართულებით ხორციელდებოდა აუდიტი და სრულყოფილად ვსწავლობდით ყველა მასალას. მიზანი იყო, რომ ყველა კითხვის ნიშანი გამოგვერიცხა. ცნობილი გახდა იმის შესახებ, რომ ხარვეზი იქნა დაშვებული პროგრამაში და აუდიტის დასრულების შემდეგ, რა თქმა უნდა, ვგეგმავდით, რომ საზოგადოებისთვის მიგვწოდებინა.
შესაბამისად, ის, რომ თითქოს რაღაცას ვმალავდით, არის სრული სპეკულაცია, საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, არასწორი ინფორმაციის გავრცელებაა. არ ვიცი ახლა ეს როგორ უნდა შევაფასო. უბრალოდ ძალიან სამარცხვინოა," - განაცხადა ელენე ნიჟარაძემ.