19 აპრილი 2024,   14:37
ვრცლად
"ლელოს" ლიდერების გასაიდუმლოებული შეხვედრა ელჩებთან - მამუკა ხაზარაძე შეხვედრის მე-5 რაუნდთან კავშირს უარყოფს

"კურიერის" ინფორმაციით, "ლელოს" ლიდერებს ელჩებთან გასაიდუმლოებული შეხვედრა ჰქონდათ. 

ცოტა ხნის წინ ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის რეზიდენცია დატოვა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა. კელი დეგნანს არაფერი უთქვამს კონსულტაციების შესახებ, თუმცა, ფაქტია, რომ შეხვედრა უკავშირდებოდა არსებულ პოლიტიკურ კრიზისს. 

მამუკა ხაზარაძემ შეხვედრის დეტალებზე საუბარი არ ისურვა, თუმცა განაცხადა, რომ ის ხელისუფლებასთან მოლაპარაკების მე-5 რაუნდს არ უკავშირდებოდა. 

დღის ამბები