"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი გუნდი კონსულტაციებისთვის ღიაა.
ირაკლი კობახიძე დარწმუნებულია, რომ ოპოზიციურ სპექტრში მოიძებნებიან პარტიები, რომლებიც მოლაპარაკებებისა და შეთანხმებისთვის მზად არიან.
"კონსულტაციებისთვის აბსოლუტურად ღია ვართ და იმედს ვიტოვებთ, რომ აღმოჩნდებიან ოპოზიციურ სპექტრში პოლიტიკური პარტიები, რომლებიც გამოხატავენ ასეთივე მზაობას მოლაპარაკებისთვის და ასევე, შეთანხმებისთვის. რეალურად, გაყოფილია ორად ოპოზიცია - არიან არაჯანსაღი პოლიტიკური ძალები და არის რამდენიმე ჯანსაღი პოლიტიკური პარტია, რომელიც ასეთ მზაობას აფიქსირებდა და მომავალშიც დააფიქსირებს.
არის პატარა კლასტერი - ნაციონალების კლასტერი, რომელიც არის არაჯანსაღი თავისი ბუნებით და სწორედ მან ჩაშალა მოლაპარაკებები პირველი სხდომის წინა დღეს, ყველა დანარჩენი არის ჯანსაღი. დანარჩენს ვნახავთ შემდეგ, როდესაც პარტიები დააფიქსირებენ საკუთარ პოზიციას,"-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.