"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის ლევან ბეჟაშვილის თქმით, "სამართლიანი არჩევნების" კონკრეტულად ეს ციფრი, არასოდეს ყოფილა პოლიტიკური პარტიების რიტორიკაში მთავარი ამოსავალი დებულება.
"ყველამ ვინც კი იცის არჩევნები და ამასთან შეხება ჰქონია კი ბუნებრივია, როდესაც ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციისგან ტექნიკური შეცდომის გამო მნიშვნელოვანი ციფრების ცვლილება მოხდა, ბუნებრივია, რომ საზოგადოების მხრიდან ეს სერიოზულად ფაქტად აღიქმებოდა.
თუმცა. ვინც კი იცის არჩევნები და ვინც კი იცის არჩევნების არქიტექტონიკა, როგორ გაყალბდა "ქართული ოცნების" მხრიდან საპარლამენტო არჩევნები, ყველამ კარგად იცის, რომ ეს ციფრი კონკრეტულად არაფერს არ ცვლიდა და ტოტალურად გაყალბდა არჩევნები.
რა გააკეთა სამართლიანმა არჩევნებმა? - აიღო საარჩევნო კომისიებიდან საარჩევნო კომისიის შემდგარი ოქმები წაიღო და დაითვალა, მაგრამ ის ოქმები როგორ შედგა? რა დისბალანსი იყო? რა ხარვეზები იყო, რა დანაშაულებები იყო, რამდენი ოქმი ჩასწორდა შემდგომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ეს ყველაფერი ჩვენ წარვუდგინეთ საზოგადოებას, საერთაშორისო პარტნიორებს, წარვუდგინეთ საოლქო კომისიებს.
სამართლიანი არჩევნების კონკრეტულად ეს ციფრი, არასოდეს ყოფილა ჩვენს რიტორიკაში, პოლიტიკური პარტიების რიტორიკაში, მთავარი ამოსავალი დებულება. რადგან არჩევნები გაყალბდა ბევრად უფრო სისტემურად, ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ბერკეტები იქნა გამოყენებული "ქართული ოცნების" მხრიდან. არ უკავშირდებოდა მხოლოდ საარჩევნო ოქმების შედგენას, უკავშირდებოდა არჩევნების კონკრეტულ დღეს და არჩევნების კენჭის ყრის დასრულების შემდეგ ფაქტობრივად გადაწერეს ოქმები. "ქართული ოცნება" ცდილობს არჩევნების გაყალბება მითად წარმოადგინოს,"- განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.