17 ნოემბერი 2024,   14:44
ვრცლად
ამ მძიმე ვითარებაში არ არის იმის დრო, ვინმემ იფიქროს რევოლუციურ სცენარზე, ოპოზიცია მზად არის მოლაპარაკებებისთვის - გიორგი ვაშაძე

"სტრატეგია აღმაშენებელის" ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად ოპოზიცია მზად არის მოლაპარაკებებისთვის.

"მე არ მაინტერესებს ვინ უშლის ხელს მოლაპარაკებას. ვიცი "სტრატეგია აღმაშენებლის" გუნდის, სხვა პოლიტიკური ძალების პოზიცია. მქონდა "ლელოსთან" საუბარი და მზად ვართ დავსხდეთ მოლაპარაკებების მაგიდასთან. არ განვიხილავთ სხვა არანაირ ვერსიას, მოლაპარაკებების გარდა. უნდათ შეკერონ რევოლუცია, არა, ბატონებო, ჩვენთვის მნიშვნელოვანია შეთანხმება. ამ მძიმე ვითარებაში არ არის იმის დრო, ვინმემ იფიქროს რევოლუციურ სცენარზე, გამორიცხულია. არ ყოფილა ამის არსად განხილვა. ხუთშაბათს დაგეგმილი შეხვედრა სწორედ "ქართული ოცნების" განცხადებამ ჩაშალა, რამაც ძალიან დაამძიმა ფონი ქვეყანაში,"-განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძემ "დღის კურიერში" ფასილიტატორ ელჩებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მოლაპარაკებებში მონაწილე მმართველ გუნდს რაციონალურობისკენ მოუწოდა.

"რაციონალურად შეხედონ იმ კრიზისს, რაც ქვეყანაში არის. ნუ იქნებიან ჩაკეტილი საკუთარ გარში, ნუ იტყვიან რომ ვიქნებით 90 კაცი პარლამენტში. როცა პოლიტიკური დისკუსია არ ხდება პარლამენტში, გადადის სხვაგან, ტელევიზიაც არ ეყოფა. ამიტომ გამოსავალი უნდა მოძებნოს და ჩვენი გუნდი მზად არის, აიღოს პასუხისმგებლომა ამ გამოსავალთან დაკავშირებით,"-აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

დღის ამბები