20 ნოემბერი 2024,   22:34
ვრცლად
სამოქალაქო ავიაციის სააგენტო "რუსთავი 2-ს" უპირისპირდება

"იკაოს" უსაფრთხოების პრობლემების მქონე ქვეყნების სიაში საქართველოს მოხვედრის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს უარყოფა, სამოქალაქო სექტორის ნაწილისთვის გაუგებარია.

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი განმარტავს, რომ საქართველო არასაიმედო ავიაციის მქონე ქვეყანათა რიცხვში მოხვედრა, სწორედ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ამჟამინდელი ხელმძღვანელობის არაკომპეტენტურობის დამსახურებაა.

სამოქალაო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელობამ კი, რომლისთვისაც "იკაოს" მიმართვა ცნობილი ჯერ კიდევ 2013 წლიდანაა და ქართული ავიაცია ამ დრომდე 13 ჩამორჩენილ ქვეყანას შორის რჩება, "კურიერში" გასული სიუჟეტის შემდეგ სასამართლოსთვის სარჩელის შეტანა გადაწყვიტა.

სააგენტოში, საქართველოს შავ სიაში მოხვედრას ასეთი სიის არარსებობის მიზეზით გამორიცხავენ. 

სააგენტოს წარმატებული საქმიანობის შესახებ განცხადება სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში დღეს უწყების ხელმძღვანელის მოადგიელმ გააკეთა. მედიასთან აღარ გამოჩენილა დირექტორი, რომელმაც გუშინ "კურიერის" მიერ მოპოვებული დოკუმენტის გაცნობის შემდეგ სიაში ყოფნის ფაქტი ვერ უარყო. 

ავტორი: ანა წერეთელი

ამავე თემაზე
დღის ამბები