იუსტიციის ყოფილი მინისტრი თეა წულუკიანი გრიგოლ ვაშაძის პოსტს გამოეხმაურა, სადაც ვაშაძე "ნაციონალური მოძრაობის" დატოვებაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მისთვის პარტიული სტრატეგიის არ არსებობა დიდი პრობლემაა.
თეა წულუკიანი აცხადებს, რომ ვაშაძის ეს პოზიცია მისთვის გასაკვირი არ ყოფილა არც შინაარსით და არც ფორმით.
"მისი დღევანდელი განცხადება არც შინაარსობრივად და არც ფორმით არ გამკვირვებია. ის საუბრობს ოდიოზურ ფიგურებზე და ერთ-ერთ მათგანს მე ცხელი კარტოფილი დავარქვი, როდესაც მან ციხე დატოვა. მეგონა და მჯეროდა, რომ ეს ის ცხელი კარტოფილი იყო, რომელსაც გონიერი პოლიტიკური ძალა ახლოს არ მიიკარებდა, მაგრამ როგორც ჩანს ეს ის ძალებია, როდესაც "ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებაში ყოფნის დროს ეყრდნობოდა. რთულია ოპოზიციაშიც "ნაციონალური მოძრაობა" თავიდან მოიშორო ისინი მიაქანებენ პოლიტიკურ ძალას ჩიხისკენ,"- აღნიშნა თეა წულუკიანმა.