"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს გენერალური მდივანი, კახა კალაძე ამბობს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" მარგინალიზაციას განიცდის. ეს განცხადება მან გრიგოლ ვაშაძის გადაწყვეტილების შეფასებისას გააკეთა.
კალაძის თქმით, მიუღებელია ის ტენდენცია, რაც ბოლო პერიოდში საერთაშორისო პარტნიორების მიმართ, ელჩების მიმართ იკვეთება.
"ეს არის მართი პარტიული საკითხები, გადაწყვეტილებები. თუმცა განმარტებები იქნა გაკეთებული, თუ რის გამო მიიღო გადაწყვეტილება. ფაქტი ერთია, რომ "ნაციონალური მოძრაობა" განიცდის მარგინალიზაციას, კატეგორიულად მიუღებელია, ვინც არ უნდა იყოს ეს, ხელისუფლების წარმომადგენელი, ოპოზიციის წარმომადგენელი, ის ტენდენცია, რაც იკვეთება საერთაშორისო პარტნიორების მიმართ, ელჩების მიმართ, შეურაცხმყოფელი განცხადებები, თავდასხმები, ყველა ნორმალურად მოაზროვნე ადამიანი ამ ყველაფერს გაემიჯნება,“ - აცხადებს კახა კალაძე.