17 ნოემბერი 2024,   14:48
ვრცლად
საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონის მოქმედების დრო 6 თვით გახანგრძლივდება

საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონში ცვლილებები შევიდა. პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონის მოქმედების დრო 6 თვით გახანგრძლივდება. 

"საქართველოს ჯერ კიდევ პანდემიის რეჟიმში უწევს ცხოვრება, ამ გამოწვევას ვერც ერთმა ქვეყანამ ვერ გაართვა ზიანის გარეშე თავი. რომ არა საკოორდინაციო საბჭო, საქართველოში ზიანი გაცილებით დიდი იქნებოდა. მიუხედავად, ჩვენს მიერ პროგნოზირებადი მეორე ტალღის პიკური ეტაპისა, ბოლო დღეებში პოზიტიური ტენდენცია შეინიშნება.

მოვუწოდებ ყველას, მაქსიმალური პასუხისმგებლობით მოეკიდონ დაწესებულ შეზღუდვებს. ბოლო პერიოდის ეპიდტენდენცია ადასტურებს იმას, რომ გარკვეული შეზღუდვების დაწესება რელევანტური იყო. ამ ნაბიჯების გადადგმის საშუალება, ხელისუფლებას საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონმა მისცა, რომელის მოქმედების ვადაც იანვრამდე განისაზღვრა. ეს ვადა რამდენიმე დღეში იწურება, რის შემდეგაც პროცესის მართვა მის გარეშე გაძნელდება. სწორედ ამის გათვალისწინებით, ჩვენ ვაინიცერებთ კანონპროექტს, რომელიც მიხედვითაც საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონის მოქმედების დრო, 6 თვით გახანგრძლივდება.

ეს ქვეყნისა და საზოგადოებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ეს მთავრობას პანდემიის პირობებში კრიზისის ეფექტურად მართვის შესაძლებლობას აძლევს. ამ კანონმა მისცა შესაძლებლობა სახელმწიფოს კიდევ უფრო დიდი ზიანი აეცილებინა თავიდან. 6 თვე არის ის დრო, რომლის ფარგლებშიც ვაქცინა ხელმისაწვდომი გახდება," - აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე. 

დღის ამბები