17 ნოემბერი 2024,   14:44
ვრცლად
ოპოზიციის ბოიკოტი ამომრჩევლების და ქვეყნის ინტერესების მიმართ ღალატია - სოზარ სუბარი

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი "დღის კურიერში" სტუმრობისას აცხადებს, რომ ოპოზიციურ პარტიებში, მათ შორის, "ნაციონალურ მოძრაობაში" ბოიკოტთან დაკავშირებით დაპირისპირება და აზრთა სხვადასხვაობაა.

გარდა ამისა, სუბარი პარტიის დატოვების შესახებ გრიგოლ ვაშაძის დღევანდელ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მისგან ეს ნაბიჯი მოსალოდნელი იყო.

"გრიგოლ ვაშაძის განცხადება ნამდვილად არ ყოფილა მოულოდნელი. მისი სულისკვეთება კარგად ჩანდა მიმდინარე პროცესების მიმართ.

ახლა ვუსმენდი თქვენს ეთერში ლევან იოსელიანს, რომელმაც ღიად თქვა, ის, რაც ყველამ ისედაც ვიცოდით, რასაც შორიდან ვუყურებთ, რომ ოპოზიციურ პარტიებში, მათ შორის "ნაციონალურ მოძრაობაში" არის დაპირისპირებული პოზიცია იმ კურსთან დაკავშირებით, რაც მათ აირჩიეს, ეს არის ბოიკოტის კურსი და ღალატი საკუთარი ამომრჩევლისა და ქვეყნის ინტერესების მიმართ. ნამდვილად ღალატია, როდესაც ადამიანები ამბობენ, რომ თითქმის მილიონ ადამიანს, რომელმაც ხმა მისცა ოპოზიციურ პარტიებს, მათ შორის ნახევარმა მილიონმა "ნაციონალურ მოძრაობას", უცებ ეუბნებიან, რომ არა ჩვენ არ შევალთ პარლამენტში, ჩვენ გვინდა ან გამარჯვება ან სიკვდილი," - განაცხადა სოზარ სუბარმა.

დღის ამბები