17 ნოემბერი 2024,   14:34
ვრცლად
თბილისის მერიასთან "ლეიბორისტული პარტიის" წევრებმა აქცია-პერფომანსი გამართეს

თბილისის მერიასთან "ლეიბორისტული პარტიის" წევრებმა აქცია-პერფომანსი გამართეს.

პარტიის ახალგაზრდული ფრთის მთავარი მოთხოვნა, მუნიციპალურ სასადილოში კვებასთან დაკავშირებით არსებული პრობლემის მოწესრიგება და უფრო მეტი ბენეფიციარის დამატებაა. 

პარტიაში დღიური რაციონის გაზრდას ითხოვენ, რომლის ღირებულება, მათი თქმით, 1.30 ლარს შეადგენს.

აქციის მონაწილეებმა მერიასთან სუპი და პური მიიტანეს, რომელიც უსაფრთხოების სამსახურმა შენობაში არ შეატანინა და აქტივისტებმა გარეთ დატოვეს.

დღის ამბები