17 ნოემბერი 2024,   14:32
ვრცლად
"მისი გეგმების შესახებ არაფერი ვიცით" - შეუერთდება თუ არა სალომე სამადაშვილი გრიგოლ ვაშაძეს ახალი პარტიის ჩამოყალიბების შემთხვევაში

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, გრიგოლ ვაშაძე, დიდი ალბათობით, პოლიტიკურ საქმიანობას აღარ გააგრძელებს.

ამის შესახებ სამადაშვილმა "ღამის კურიერში" ისაუბრა.

"გრიგოლ ვაშაძემ ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ ეს იყო მისი ბოლო არჩევნები და ის აღარ აპირებდა არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. ეს იყო მისი მხრიდან გზავნილი, რომ ემზადებოდა იმისთვის, რომ ამ ეტაპზე აღარ გაეგრძელებინა პოლიტიკური საქმიანობა," - განაცხადა სამადაშვილმა.

კითხვაზე, თუ გრიგოლ ვაშაძე ჩამოაყალიბებს პარტიას, შეუერთდება თუ არა სალომე სამადაშვილი - ის ამბობს,რომ ის დღეს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რიგებში რჩება. 

"აქ ძალიან ბევრი ჰიპოთეზური შეკითხვებია, იმიტომ, რომ გრიგოლ ვაშაძის გეგმების შესახებ ჩვენ არაფერი არ ვიცით. მე ვრჩები დღეს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რიგებში. მე ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია, პარტიამ გაიაროს რაც შეიძლება ნაკლები პრობლემებით. იცით, რომ ენმ არის ძირითადი სამიზნე ქართული ოცნების, დაანონსებულია ფაქტიურად რეპრესიები პარტიის წინააღმდეგ. ასე რომ, დღეს მე ვფიქრობ, დემოკრატიისთვის ბრძოლის ხაზი, მათ შორის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ძლიერების შენარჩუნებაზე გადის.

მე არ მსმენია, რომ გრიგოლ ვაშაძე აპირებს პარტიის ფორმირებას," - აღნიშნა სალომე სამადაშვილმა. 

დღის ამბები