17 ნოემბერი 2024,   14:44
ვრცლად
ჩატში ერთად ვართ, "ლელოს" შეკრებებზეც ვარ ხოლმე - არსად გაჟღერებულა "მოქალაქეების" გარიცხვა - თაკო ჩარკვიანი

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ პარტია "მოქალაქეების" კრიტიკული განცხადებების გამო გაერთიანებული ოპოზიციის რიგებიდან არ გაურიცხავთ.

მისივე თქმით, ასეთ საკითხებზე ყველა ერთად მსჯელობს, მსგავსი რამ კი, ამ შემთხვევაში, არ მომხდარა. 

"ჩატში ჩვენ ერთად ვართ, "ლელოს" შეკრებებზეც ვარ ხოლმე - არსად არ გაჟღერებულა "მოქალაქეების" გარიცხვა. ის რომ პრეტენზია შეიძლება ჰქონდეს ოპოზიციას იმ ლანძღვაზე, რაც ოპოზიციამ მიიღო, ეს სხვა თემაა, მაგრამ მე გარიცხვის შესახებ არაფერი მსმენია ლანძღვაა, როდესაც ერთ ოპოზიციურ პარტიას აკადრებ და ეტყვი, რომ შენ გიგა ბოკერია გაკეთებინებსო, ამაზე დიდი შეურაცხყოფა პოლიტიკაში არც კი არსებობს. რას ნიშნავს "გვაკეთებინებს" - რბილად რომ ვთქვათ, ეს უხერხული გამონათქვამია. შეიძლება ამის გამო შენიშვნა მისცეს, მაგრამ გარიცხვის შესახებ არაფერი მსმენია. ზოგადად, ასეთ გადაწყვეტილებებს იღებს ყველა, იკრიბება, მსგავსი რამ არ მომხდარა, შემიძლია დავიმოწმო აქ მსხდომი ოპოზიციონერები,"-განაცხადა თაკო ჩარკვიანმა. 

დღის ამბები