17 ნოემბერი 2024,   14:39
ვრცლად
ალბათ ყველა საკუთარი თავის მიხედვით მსჯელობს, და, მათ შორის, თქვენც - თაკო ჩარკვიანი იაგო ხვიჩიას სიტყვებმა გააღიზიანა

პარტია "გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ მანდატების დახევის ღონისძიებასა და სხვა მსგავს აქტებში "გირჩი" მონაწილეობას არ მიიღებს, რადგან მათი ამომრჩევლისთვის ეს სპექტაკლს ჰგავს.  

მისივე თქმით, თუკი პარლამენტში არ იქნება წარმოდგენილი 113 დეპუტატი, საკანონმდებლო ორგანოში არც "გირჩი" შევა. 

"ჩვენ გასაგებად ვთქვით, რომ არ გვინდა სხვადახვა ტიპის სპექტაკლში  მონაწილეობა, რომელიც შეიძლება ბევრი გაიმართოს, მანდატის დაჭრა, სიების ჩახსნა და. ა.შ. ბევრი ასეთი პროცედურა იქნება.

მე არ მინდა შეურაცხყოფა მივაყენო ვინმეს, ვიღაცისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი ივენთია, მაგრამ როდესაც მე ვმონაწილეობ, მგონია, რომ როდესაც გარედან უყურებს ჩემი სპეციფიკური ამომრჩეველი, ფიქრობს, რომ რაღაც სპექტაკლში ვმონაწილეობ.

ამიტომ, ჩვენ ვთქვით, რომ თუ საქართველოს პარლამენტში ისე აღმოჩნდება, რომ იქნება 113-ზე ნაკლები დეპუტატი, რაც კონსტიტუციის ცვლილებისთვის არის საჭირო, ამ შემთხვევაში, "ნაციონალური მოძრაობაც" უნდა იყოს, ისე ვერ გროვდება 113 დეპუტატი, "გირჩი" არ იქნება პარლამენტში. ამის იქით, არ გვინდა არცერთ მსგავს ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება,"-განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

იაგო ხვიჩიას სიტყვებმა "სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერის, თაკო ჩარკვიანის უკმაყოფილება გამოიწვია.

"იაგო, მერე გწყინთ ხოლმე, როდესაც ოპოზიციის ამხელა აქტი შედგება, ოპოზიცია ქუჩაში იბრძვის, ჩვენ ეს შემთხვევით არ გავაკეთეთ, გვინდოდა გვეჩვენებინა ყველასთვის, რომ ერთპარტიული პარლამენტი მიიღო ქვეყანამ 21-ე საუკუნეში, ეს სპექტაკლია?! ამაზე დიდი შეურაცხყოფა რა შეიძლება კოლეგებს უთხრათ?! მხოლოდ ერთს გეტყვით - ალბათ ყველა საკუთარი თავის მიხედვით მსჯელობს, და, მათ შორის, თქვენც,"-მიმართა მან იაგო ხვიჩიას. 

დღის ამბები