17 ნოემბერი 2024,   14:39
ვრცლად
ოპოზიციონერმა დეპუტატმა გადაწყვეტილება შეცვალა - ირაკლი ჩავლეიშვილი აჭარის უმაღლეს საბჭოში შედის

ოპოზიციონერმა დეპუტატმა ირაკლი ჩავლეიშვილმა გადაწყვეტილება შეცვალა და აჭარის უმაღლეს საბჭოში შესვლა გადაწყვიტა. ამის შესახებ განცხადება პოლიტიკოსმა გვიან ღამით facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა, თუმცა მოგვიანებით პოსტი წაშალა. 

საკუთარ ნაბიჯს ჩავლეიშვილი ბოიკოტირებასთან დაკავშირებით მისი და პარტიის პოზიციის განსხვავებას უკავშირებს. გარდა ამისა, განცხადებაში ნათქვამია, რომ მისთვის კატეგორიულად მიუღებელია ევროკავშირის და აშშ-ს ელჩების დაუმსახურებელი კრიტიკა.

ჩავლეიშვილი ადგილობრივ საკანონმდებლო ორგანოში "ნაციონალური მოძრაობის" სიით მოხვდა. ჩავლეიშვილი რესპუბლიკური პარტიის წევრი იყო, მან პარტია უკვე დატოვა. მანდატებზე უართან დაკავშირებით ოპოზიციამ გუშინ საერთო მემორანდუმი გააფორმა - ხელმომწერთა შორის არ იყო ჩავლეიშვილი.

დღის ამბები