03 ოქტომბერი 2024,   19:32
ვრცლად
პრეზიდენტი ანტრიკური კულტურის შესახებ საერთაშორისო კონფერენციას ესწრება

საქართველოს პრეზიდენტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენციას ესწრება. გიორგი მარგველაშვილმა მონაწილეებს სიტყვითაც მიმართა.

კონფერენციაზე, იენის ფრიდრიხ შილერისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი ღონისძიებაა მოხსენებით წარსდგება 100-ზე მეტი მკვლევარი სხვადასხვა ქვენიდან. კონფერენციის თემაა „ანტიკური კულტურისა და მისი მემკვიდრეობის აქტუალური პრობლემები“. კონფერენცია პრეზიდნეტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით ტარდება.

„როდესაც ვუყურებთ მომავალს ჩვენი ქვეყნისა, ამ [ანტიკური] ცივილიზაციის ნაწილია, ქვეყანისა, რომელმაც აიღო სახელმწიფო მოწყობად, სოციალური ურთიერთობების დასარეგულირებლად სწორედ ამ კულტურის ფუნდამენტში წარმოქმნილი ღირებულებები. ნათლად ჩანს, რომ ის, რასაც თქვენ აკეთებთ ეს არ არის უბრალოდ ანტიკის კვლევა, არამედ არის ჩვენთვის უფრო სიღრმისეული ახსნა და მოცემა იმ ძირითადი ღირებულებების, რომელზეც აშენდა მთელი თანამედროვე ცივილიზაცია. ბოლომდე გააზრება იმისა, თუ რას ნიშნავს იყო დამოუკიდებელი ინდივიდი, რას ნიშნავს იყო მოქალაქე, კანონმორჩილი მოქალაქე, როგორც ბერძნულ კულტურუაში ისე რომაულ კულტურაში ძალიან მნიშვნელოვანია. ამის გააზრება არის წინაპირობა ჩვენი საზოაგდოების, ჩვენი სახელმწიფო წყობის, ჩვენი რეალობის გამარჯვებული და სწორ ფუნდამენტზე განვითარებისა“, - მიმართა მარგველაშვილმა საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს. 

დღის ამბები