პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გურამ მაჭარაშვილი განმარტავს, თუ როგორ ხდება პროცედურულად კანონმდებლისთვის სადეპუტატო მანდატის შეწყვეტა.
როგორ მაჭარაშვილი აცხადებს, უმრავლესობა ყველაფერს გააკეთებს, რათა საკანონმდებლო საქმიანობა სრულყოფილად გაგრძელდეს.
"ჯერ განცხადების ოფიციალურად დაწერაა, ამის შემდეგ უნდა გავიდეს 7დღიანი ვადა, რაც აქვს დეპუტატს იმისათვის, რომ განცხადება უკან გაიტანოს. მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება განხილვა საპროცედურო საკითხთა კომიტეტზე და სესიაზე. ვნახოთ პროცესები როგორ წავა. ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით იმას, რომ აუცილებლად, ყველა შემთხვევაში მოვახდინოთ საკანონმდებლო საქმიანობის სრულყოფა და ეს ასე იქნება.
თქვენ იცით, რომ ბოლო წელიწად-ნახევარი სამწუხაროდ უარს არ ამბობდნენ უფლებამოსილებაზე და ხელფასს მაინც იღებდნენ, თუმცა ფაქტიურად არ ასრულებდნენ დეპუტატის ფუნქციებს. სამწუხაროა, მაგრამ არ გაგვიკვირდება, რომ დღესაც არ შეასრულონ თავიანთი უფლებამოსილება," - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.