17 ნოემბერი 2024,   14:26
ვრცლად
თუ არც ერთი არ მოდის დათმობაზე, ვკითხოთ ხალხს და ჩავატაროთ პლებისციტი - სერგო ჩიხლაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრის სერგო ჩიხილაძის თქმით, ოპოზიცია ყველაფრის მიუხედავად მზადაა ხელისუფლებასთან მოლაპარაკებისთვის.

ჩიხლაძემ დღეს კიდევ ერთხელ ახსენა პლებისციტი და განაცხადა, რომ პოლიტიკურ კრიზისში ეს საკმაოდ ნორმალური ალტერნატივა იქნება.

"ჩიხში თუ შევა ეს მოლაპარაკებები, ეს იქნება "ქართული ოცნების" დამსახურება. ჩვენ ყოველდღიურად ვაცხადებთ, რომ მიუხედავად მათი განცხადებებისა, მუქარისა, შანტაჟისა, რომელიც არ უწყობს ხელს მოლაპარაკების წარმატებით დასრულებას, მიუხედავად ამისა, ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკებისთვის, განვუცხადეთ ეს ფასილიტატორებსაც და ყოველდღე ველოდებით როდის ჩაინიშნება მოლაპარაკება. ჩვენ შევთავაზეთ როგორც ვადამდელი არჩევნები, ასევე ალტერნატიული ვარიანტი, იგივე პლებისციტი, რაც აბსოლუტურად ნორმალურია. თუ არც ერთი არ მოდის დათმობაზე, ვკითხოთ ხალხს, რა არის ამაში ცუდი. ხომ გვეუბნება "ქართული ოცნება" რომ ხალხზე ზრუნავს, ვკითხოთ მათ," - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

დღის ამბები