17 ნოემბერი 2024,   14:40
ვრცლად
შეეხება თუ არა ამნისტიის ახალი პროექტი რურუას, მელაშვილს და ილიჩოვას - პარლამენტი მუშაობას პატიმრების მასშტაბური გათავისუფლების აქტით იწყებს

მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი ინიციატივა - ერთ-ერთი პირველი, რასაც დეპუტატების ახალი შემადგენლობა მიიღებს, პატიმრების მასშტაბური გათავისუფლების აქტია.

ამნისტიის პროექტი, მთლიანობაში, 2300 ადამიანს შეეხება - ციხეს დატოვებს 800-მდე პატიმარი, 700-ს სასჯელი შეუმცირდება, ხოლო 800-მდე მსჯავრდადებულს პირობითი პატიმრობა მოეხსნება. ამნისტია შეეხება 44 მუხლს და არ ეხება მძიმე დანაშაულს, მათ შორის, მკვლელობებს და ოჯახურ ძალადობას. ამნისტირებულები იქნებიან ნარკოდანაშაულზე მსჯავრდადებულებიც, თუმცა, არა ისინი, ვინც ნარკოტიკების გასაღების მუხლით იხდიან სასჯელს.

გაჩნდება თუ არა კანონპროექტში ის მუხლები, რომლითაც ბრალი გიორგი რურუას, ნატალია ილიჩოვას და ივერ მელაშვილს აქვთ წაყენებული და რომელთა გათავისუფლებას ოპოზიცია მოლაპარაკების პირობებში აყენებდა? ამ ეტაპზე ჩამონათვალში არ არის ის მუხლები, არც სახელმწიფოს წინაშე ჩადენილ დანაშაულებს მოიცავს და არც 236 მუხლის ის ნაწილი, რისთვისაც გიორგი რურუა გაასამართლეს. 

ამნისტიის პროექტის საბოლოოდ დამტკიცებამდე დაგეგმილია განხილვა და მოსმენები, რომელში ჩართვასაც მმართველი პარტია პოლიტიკურ სამთავრობო თუ არასამთავრობო ჯგუფებს სთავაზობს. 

დღის ამბები