ოპოზიციის ნაწილმა დღეს პარლამენტში მანდატზე ინდივიდუალური უარის თქმის პროცედურა დაიწყო.
საკანონმდებლო ორგანომ გადაწყვეტილება ერთი კვირის განმავლობაში უნდა მიიღოს, შესაბამისად, მოლაპარაკებისთვისაც მხოლოდ ერთი კვირაა დარჩენილი.
"ნაციონალური მოძრაობა" და მისი ბლოკი, "ევროპული საქართველო", "სტრატეგია აღმაშენებელი" და "ლელო" - "ლეიბორისტული პარტიის" შემდეგ დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტა 4 სუბიექტის დეპუტაციამ მოითხოვა. მანდატებზე უარი ჯერ 3 პარტიას: "გირჩს", "მოქალაქეებს" და პატრიოტთა ალიანსს" არ უთქვამს.
ოპოზიციის მსგავსად, შემხვედრ ნაბიჯებს "ქართულ ოცნებაშიც" ოპონენტებისგან ელოდებიან. მმართველ გუნდში შეთანხმების იმედი აქვთ.