17 ნოემბერი 2024,   14:28
ვრცლად
პოზიტიური გაგებით, სახელმწიფო პარტიებს საბოტაჟის რეჟიმიდან იძულებით გამოიყვანს - მამუკა მდინარაძე ახალ კანონპროექტზე

პარტიებისთვის დაფინანსების შეწყვეტასთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" წევრმა მამუკა მდინარაძემ  განაცხადა, რომ პოზიტიური გაგებით, სახელმწიფო პარტიებს საბოტაჟის რეჟიმიდან იძულებით გამოიყვანს. როგორც მამუკა მდინარაძე ამბობს, მას სიტყვა - "იძულების" თქმის, ამ შემთხვევაში არ ეშინია და ამას არც შემთხვევით ამბობს. 

"თვალების ფერისა და ირონიისთვის არავინ აძლევს პარტიას ფულს. ის, რომ საპარლამენტო პარტია გახდა, ამიტომ ფინანსდება ის ბიუჯეტიდან. ჩვენ მიგვაჩნია, რომ თუ საპარლამენტო საქმიანობაზე უარს ამბობს პარტია, ის არც უნდა ფინანსდებოდეს. პაკეტი მიმართულია საპარლამენტო საბოტაჟის წინააღმდეგ.

პარტიებს ამომრჩეველმა არჩევნებზე ხმა მისცა, რომ საბოტაჟის რეჟიმიდან გამოვიდნენ და არა ბოიკოტის რეჟიმიდან, რადგანაც ბოიკოტი მათი სამართლებრივად მინიჭებული უფლებაა.

ამიტომ, პოზიტიური გაგებით, სახელმწიფო მათი საბოტაჟიდან გამოსვლის იძულებას გააკეთებს, ამას შემთხვევით არ ვამბობ, არ მეშინია ამის თქმის,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე. 

ახალი კანონპროექტის მიხედვით, რომელიც პარლამენტში ინიციატივის სახით შევიდა, პარტიას, რომლის წევრებსაც საპარლამენტო მანდატები შეუწყდებათ, სახელმწიფო დაფინანსებაც შეუწყდებათ, ან ერთი წლით შეუჩერდებათ.

დღის ამბები