პარტიას, რომელსაც საპარლამენტო მანდატები შეუწყდება, ან საპარლამენტო მუშაობაზე იტყვის უარს, სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდება, ან ერთი წლით შეუჩერდება.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ პოლიტიკური პარტიები, რომლებიც არ აკეთებენ საქმეს და არ იღებენ მონაწილეობას კანონების მიღებაში, დაფინანსებას არ უნდა იღებდნენ, რადგან ვოლსკის თქმით, ასე მათი დაფინანსების სამართლიანობის საფუძველზე ეჭვები გაჩნდება.
"სახელმწიფო ბიუჯეტი არ უნდა ნიავდებოდეს. იმ პოლიტიკურ პარტიებთან მიმართებაში შემიძლია ვთქვა, რომ ეს არ არის ბოიკოტი, ეს არის საბოტაჟი. იმუშაონ იმისთის, რათა მიიღონ სწორი გადაწყვეტილებები და სწორი კანონები. ამას თუ არ აკეთებენ, რა საკვირველია, დიდი კითხვის ნიშანი წარმოიქმნება მათი დაფინანსების სამართლიანობის საფუძველზე,"-აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.