17 ნოემბერი 2024,   14:42
ვრცლად
თუ პარტიებს გაუუქმდება კუთვნილი საბიუჯეტო დაფინანსება, ეს მიგვიყვანს დე ფაქტო, ერთპარტიულ სიტუაციამდე - გიგი უგულავა

"ევროპული საქართველოს" გენერალური მდივანი გიგი უგულავა პარტიებისთვის დაფინანსების შეწყვეტასთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება. 

უგულავას თქმით, ეს გადაწყვეტილება ქვეყანას დე ფაქტო, ერთპარტიულ სიტუაციამდე მიიყვანს. 

"შინაარსი არის ანტიკონსტიტუციური ბოდვა და თუ ის პარტიებს გაუუქმებს კუთვნილ საბიუჯეტო დაფინანსებას, რაც პარტიების მრავალფეროვნებისთვის არსებობს, ეს კიდევ ერთხელ მიგვიყვანს, უკვე დე ფაქტო, ერთპარტიულ სიტუაციამდე,"- აცხადებს გიგი უგულავა. 

ახალი კანონპროექტის მიხედვით, რომელიც პარლამენტში ინიციატივის სახით შევიდა, პარტიას, რომლის წევრებსაც საპარლამენტო მანდატები შეუწყდებათ, სახელმწიფო დაფინანსებაც შეუწყდებათ, ან ერთი წლით შეუჩერდებათ.

დღის ამბები