პარტია "მოქალაქეების" გენერალური მდივანმა ლევან იოსელიანმა პარტიებისათვის დაფინანსების შეწყვეტასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მათმა პარტიამ დაფინანსებაზე მას შემდეგ თქვა უარი, რაც მისივე თქმით, არჩევნები გაყალბდა. იოსელიანის თქმით, პარტიებმა რომლებიც ბოიკოტის რეჟიმში არიან ფული არ უნდა მოითხოვონ.
"ჩვენ თავიდანვე უარი ვთქვით დაფინანსებაზე. თუ ვამბობთ რომ არჩევნები გაყალბდა და ბოიკოტის რეჟიმში ვართ, არ უნდა მოვითხოვოთ ამის სანაცვლოდ ფული. ჩვენ და კიდევ ერთმა პარტიამ უარი ვთქვით დაფინანსებაზე და ამაზე იმ პარტიებს უნდა ეფიქრათ, რომლებმაც დაფინანსებაზე დაწერეს განცხადება. სავარაუდო იყო, რომ სწორედ ასეთ ხურდას დაუბრუნებდა მათ "ქართული ოცნება","- განაცხადა პარტია "მოქალაქეების" გენერალური მდივანმა ლევან იოსელიანმა.
ახალი კანონპროექტის მიხედვით, რომელიც პარლამენტში ინიციატივის სახით შევიდა, პარტიას, რომლის წევრებსაც საპარლამენტო მანდატები შეუწყდებათ, სახელმწიფო დაფინანსებაც შეუწყდებათ, ან ერთი წლით შეუჩერდებათ.