17 ნოემბერი 2024,   15:04
ვრცლად
ოპოზიციური ერთობა იყო თვითმიზანი, ეს იყო სექტანტურ-ფუნდამენტალისტური იდეები - ალეკო ელისაშვილი

პარტია ”მოქალაქეების" თავმჯდომარე, ალეკო ელისაშვილი იმ პრობლემებზე საუბრობს, რომელიც მოლაპარაკების მაგიდასთან მსხდომ ოპოზიციის გაერთიანებაში არსებობდა. ელისაშვილი ამბობს, რომ ოპოზიციაში იყვვნენ წარმომადგენელბი, რომელთა სურვილი იყო, რომ ერთობაში განსხვავებული აზრი არავის ჰქონოდა. 

"ოპოზიციაში იყო პრობლემა, რომ მათთვის ოპოზიციური ერთობა იყო თვითმიზანი. ერთად ვიყოთ, არავინ გაბედოს სხვა აზრი თქვას. ეს იყო სუფთა სექტანტურ-ფუნდამენტალისტური იდეები. თან შანტაჟი, რომ ვინმემ იცოდეთ სხვანაირად არ იფიქროთ, ვინმემ განსხვავებულად არ იაზროვნოთ.

ჩვენ გვქონდა განსხვავებული პოზიცია შიგნით, სანამ გარეთ გამოვიტანდით, ვეუბნებოდით, რომ ვერ ვხედავთ წარმატებას, როდესაც თან ბოიკოტს აცხადებ, თან ფულს იღებ, თან მანდატებს ხევ, თან იძახი მოლაპარაკება მინდაო, თან მოლაპარაკებაზე მიდიხარ, თან მოლაპარაკების მაგიდას აყირავებ და აშკარად საბოტაჟით ხარ დაკავებული.

ჩვენ აღმოვჩნდით პარტიები, რომლებიც თანმიმდევრულად მივყვებით ამ ყველაფერს და თან ვბედავთ ამაზე ხმამაღლა ლაპარაკს.

ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი პრობლემა რა არის იცით? ეს რის აზროვნებაში ფუნდამენტალიზმი. ის ხალხი, ვინც დღეს ოპოზიციაშია, მაგალითად ნაციონალური მოძრაობა თავის დანაყოფებიანად, ისინი ხელისუფლებაში რომ იყვნენ, მაშინ თუ განსხვავებულად ფიქრობდა ვინმე, რუსეთის აგენტი იყო, დღეს ოპოზიციაში არიან და სხვანაირად თუ ფიქრობ, გეუბნება რომ ბიძინა ივანიშვილზე ხარ გაყიდული,“ - განაცხადა "დღის კურიერში"ალეკო ელისაშვილმა.

ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ ოპოზიციის კონკრეტლ წევრებს არც შეთანხმების მიღწევა და არც რიგგარეშე არჩევნები არ უნდა. მათი სურვილი მხოლოდ "წყლის ამღვრევაა." 

ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ მისი სურვილია მოლაპარაკება გაგრძელდეს. ამბობს, რომ მოქალაქეების სურვილია შეთანხმება შედეგს, მას ხელი მოეწეროს და პარლამენტი ნამდვილ საკანონდებლო ორგანოს დაემსგავსოს. მისი თქმით, უნდა გაიმართოს საარჩევნო სისტემა და ამის შემდეგ ჩატარდეს თვითმმართველობის არჩევნები, ან თუნდაც რიგგარეშე არჩევნები.

"ჩვენ ყველას გვინდა, რომ შევთანხმდეთ, ხელი მოვაწეროთ იმ კომპრომისულ შეთანხმებას და ოპოზიცია შევიდეს პარლამენტში, ოღონდ პარლამენტი ქმედება იყოს, საკონსტიტუციო შემადგენლობა უნდა იყოს.  მარტო ჩვენა არ ვეყოფით და მარტო ჩვენ ვერც შევალთ. ჩვენ ველოდებით მოლაპარაკების დამთავრებას, რომ გვითხრან ელჩებმა რომ დამთავრდა და აზრი აღარ აქვს," - აცხადებს ელისაშვილი.

 

 

 

დღის ამბები