17 ნოემბერი 2024,   14:28
ვრცლად
ზურაბ ჯაფარიძე შეცდომას უშვებს, როდესაც სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე ამბობს თანხმობას - იაგო ხვიჩია

პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის" თავმჯდომარე იაგო ხვიჩია, ზურაბ ჯაფარიძის მიერ პარლამენტს სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას "დღის კურიერის" ეთერში გამოეხმაურა და ზურაბ ჯაფარიძის გადაწყვეტილებას არასერიოზული ნაბიჯი უწოდა. 

იაგო ხვიჩიამ პარტიის გაყოფისა და მასსა და ზურაბ ჯაფარიძეს შორის არსებულ დაპირისპირებაზეც ისაუბრა და განმარტა, რომ მათ შორის დაპირისპირება არასოდეს ყოფილა და მეტიც, ისინი მეგობრები იყვნენ, მანამ სანამ ზურაბ ჯაფარიძე პარტიიდან არ წავიდოდა. 

"ზურაბ ჯაფარიძემ თქვა რომ ის, ახალ პარტიას გააკეთებს და მალე ექნება ყრილობა. "გირჩის" პოზიციები არ შეცვლილა, როდესაც ზურაბ ჯაფარიძე იყო მაშინაც და ახლაც იგივე პოზიციაა პარტიაში. ამ წუთას "გირჩის" სტრატეგია არის ის, რომ ჩვენ არ ავყვეთ არცერთ იმ სპექტაკლს, რომელსაც ჩვენ ვნახავთ. ზურაბ ჯაფარიძე წავიდა "გირჩიდან", მე მასზე ვერ ვიტყვი რომ ის "გირჩი" არ არის, ამაზე მან თვითონ თქვა უარი.

ის ჩვენგან ისე წავიდა, რომ მე მისთვის არასოდეს ხმა აწეული არაფერი მითქვამს, სანამ თვითონ არ დააყენა ულტიმატუმი, მანამდე მე და ზურა მეგობრები ვიყავით, წავიდა და არ მელაპარაკება ადამიანი. მე მგონია, რომ მან შეცდომა დაუშვა, ახლაც შეცდომას უშვებს იმით, რომ სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე ამბობს თანხმობას. შეიძლება არც ჩვენ შევიდეთ პარლამენტში, თუ შევალთ ოპოზიციასთან ერთად მოხდება ეს , ცალკე გიჟები კი არ ვართ ეს გავაკეთოთ. ახლა კი, როდესაც ზურაბ ჯაფარიძე განცხადებას წერს სადეპუტატო მანდატის გაუქმებაზე, ამით ხაზს უსვამს იმას, რომ თითქოს ვინმეს, მისი პარტიიდან პარლამენტში შესვლა უნდოდა და თვითონ ამით უფრო მაგარი ოპოზიციონერი გამოჩნდა, რაც არასერიოზულია,"- განაცხადა იაგო ხვიჩიამ. 

შეგახსენებთ, გირჩის ლიდერმა და საპარლამენტო სიის პირველმა ნომერმა ზურაბ ჯაფარიძემ სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტისთვის პარლამენტს დღეს მიმართა.

დღის ამბები