17 ნოემბერი 2024,   14:55
ვრცლად
როდესაც ამბობ, რომ არ მინდა საკუთარი პარტიის ინტერესების გატარება, მაგრამ დაფინანსება უნდა მივიღოო, ეს არაფერში არ წერია - ანრი ოხანაშვილი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, როდესაც პარტიები პარლამენტში მუშაობაზე უარს ამბობენ, მათ დაფინანსება არ უნდა მიიღონ. 

"მაშინ, როდესაც პარტია მოხვდა პარლამენტში, პარტიის მთავარი საქმიანობის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ის პარტიული ინტერესი, რაც მას ამომრჩევლების წინაშე აქვს გაცხადებული, ამის რეალიზება მოახდინოს სწორედ პარლამენტში.

ბარიერი პრაქტიკულად აღარ არსებობს და როდესაც ამბობენ, რომ ჩვენ არ გვინდა მუშაობა საქართველოს პარლამენტში, მაშინ ეს ეწინააღმდეგება კონსტიტუციის სულისკვეთებას, ამომრჩევლის ნებას და ზოგადად კანონმდებლობის არსს.

როდესაც ამბობ, რომ არ მინდა მუშაობა და საკუთარი პარტიის ინტერესების გატარება, მაგრამ დაფინანსება უნდა მივიღოო - ეს არაფერში არ წერია," - აცხადებს ანრი ოხანაშვილი

ახალი კანონპროექტის მიხედვით, რომელიც პარლამენტში ინიციატივის სახით შევიდა, პარტიას, რომლის წევრებსაც საპარლამენტო მანდატები შეუწყდებათ, სახელმწიფო დაფინანსებაც შეუწყდებათ, ან ერთი წლით შეუჩერდებათ.

დღის ამბები