17 ნოემბერი 2024,   14:55
ვრცლად
რატომ გაიხადეს ოპოზიციურმა პარტიებმა კობახიძის აბუჩად ასაგდებად თავი, რატომ არ ეგონათ რომ ამას მათ წინაღმდეგ გამოიყენებდა - ალეკო ელისაშვილი პარტიებისათვის დაფინანსების შეწყვეტაზე

პარტია "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი, პარტიებისათვის დაფინანსების შეწყვეტასთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა და იმ ოპოზიცურ პარტიებს, ვისაც დაფინანსება შეუწყდა კითხვით მიმართა - თუ რატომ არ ელოდნენ ხელისუფლებისგან მსგავს ნაბიჯს, მაშინ, როდესაც ისინი ბოიკოტის რეჟიმში იყვნენ. 

"რატომ გაიხადეს ოპოზიციურმა პარტიებმა კობახიძის აბუჩად ასაგდებად თავი, თან რომ ბოიკოტს აცხადებდნენ და თან რომ გავარდნენ დაფინანსება გვინდაო, რა ეგონათ, კობახიძე თეთრ ცხენზე ამხედრებული კეთილშობილი რაინდი იყო? რატომ არ ეგონათ რომ ამას მათ წინაღმდეგ გამოიყენებდა და დასცინებდა, რასაც ახლა აკეთებს. რა თქმა უნდა, ეს შანტაჟია, მაგრამ აბა სხვას რას ელოდნენ,"- აცხადებს ალეკო ელისავილი.

ახალი კანონპროექტის მიხედვით, რომელიც პარლამენტში ინიციატივის სახით შევიდა, პარტიას, რომლის წევრებსაც საპარლამენტო მანდატები შეუწყდებათ, სახელმწიფო დაფინანსებაც შეუწყდებათ, ან ერთი წლით შეუჩერდებათ.

დღის ამბები