17 ნოემბერი 2024,   14:36
ვრცლად
ანაკლიის როგორც ახალ საინვესტიციო პროექტის შესახებ ეკონომიკის სამინისტრომ ახალი სატენდერო წინადადება უნდა მოამზადოს - მაია ცქიტიშვილი

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მაია ცქიტიშვილმა სამინისტროს საქმიანობის 2020 წლის ანგარიში წარდგინა. მან მიმდინარე წლის მთავარ მიღწევებად სხვადასხვა მიმართულება და პროექტი დაასახელა, მათ შორის ის, რომ სრულდება 70 კილომეტრისნი ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა და რეაბილიტირდა 580 კმ გზა.

მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დაკავშირებით ახალი სატენდერო წინადადება უნდა მომზადდეს. როგორც მან ჟურნალისტებს საკითხის კომენტირებისას განუცხადა, პროექტი კვლავ პრიორიტეტულად რჩება.

"ეკონომიკის სამინისტრომ ახლა უკვე როგორც ახალ საინვესტიციო პროექტთან მიმართებაში ანაკლიისთვის უნდა მოამზადოს ახალი სატენდერო წინადადება. არა თავიდან ეკონომიკური დასაბუთება იმისა თუ რამდენად საჭიროა, თუ არ არის საჭირო ეს პროექტი, ამაზე არა ერთხელ აღვნიშნეთ ეკონომიკის მინისტრმა, მეც და არა ერთმა მთავრობის წევრმა, რომ ეს პროექტი ჩვენთვის პრიორიტეტულია, უბრალოდ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ განვაახლოთ ის სატენდერო პირობები, რომლის ფარგლებშიც გამოცხადდება ახალი ინტერესთა გამოხატვა. 2014 წელს მოხდა იმ ტენდერის გამოცხადება, დღეს უკვე 2021 წელში შევდივართ და ძალიან ბერი რამე შეიცვალა, პირველ რიგში იმ თვალსაზრისით, რომ გარკვეული სამუშაოებიც კი უკვე შესრულებულია ამ ტერიტორიაზე," -  განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

დღის ამბები