17 ნოემბერი 2024,   14:41
ვრცლად
ენმ-ში არიან დეპუტატები რომლებსაც სურთ დარჩნენ პარლამენტში, გვარების თქმას მოვერიდები -ირაკლი კობახიძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საკანონმდებლო ორგანოში რამდენიმე ოპოზიციურ პარტიას ელოდებიან, თუმცა არ გამორიცხავს ყველა შევიდეს.

უმრავლესობის ლიდერი ამბობს, რომ მისი პირადი სურვილია, თუკი პარლამენტში რადიკალები არ იქნებიან წარმოდგენილები და მეტი სივრცე დარჩება იმ ოპოზიციური პარტიებისთვის, რომლებიც არ არიან ორიენტირებული მუდმივი "საბოტაჟისკენ." 

"ყველასაც არ გამოვრიცხავ, ჯერ რთულია დაკონკრეტება. გააჩნია როგორ განვითარდება პროცესები. თუმცა მინიმუმ რამდენიმე პარტია უნდა იყოს პარლამენტში წარმოდგენილი და დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება.

მთავარია აქ ყინული დაიძრას და სწორედ ამაზეა ბევრი რამე დამოკიდებული, როგორც კი ყინული დაიძვრება, მაშინვე გამოიკვეთება ის, რომ პარლამენტში მოგროვდება საკმარისი რაოდენობა დეპუტატების, რაც მათ შორის იქნება საკმარისი საკონსტიტუციო რეფორმის განხორციელებისთვის.

ჩემი სურვილი იქნებოდა, რომ გარკვეული სუბიექტები, რადიკალები არ იყვნენ წარმოდგენილები პარლამენტში და სივრცე დარჩეთ მაქსიმალურად ბევრი იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც არ გამოირჩევიან რადიკალიზმით და არ არიან ორიენტირებული მუდმივი საბოტაჟისკენ," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძე ამბობს, რომ "ნაციონალურ მოძრაობაშიც" არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ სურვილი პარლამენტში შესვლის.  მისი თქმით, გვარების დასახელებისგან თავს შეიკავებს, რათა ეს პროცესებისთვის დააზიანებს.  

"ბლოკში არის რამდენიმე სუბიექტი, რომელსაც აქვს სურვილი შემოვიდეს პარლამენტში და თვითონ ნაციონალური მოძრაობის, ანუ პარტიის შიგნითაც არიან დეპუტატები, რომლებსაც სურთ დარჩნენ პარლამენტში. გვარების თქმას მოვერიდები. ჯამში მათი რაოდენობა, ვისაც სურს პარლამენტში დარჩენა შეიძლება 36-დან 20-ზე მეტიც იყოს. საკმაოდ ბევრია ასეთი ადამიანების რაოდენობა. 

დღის ამბები