17 ნოემბერი 2024,   14:56
ვრცლად
"გირჩები" ქართულ პოლიტიკაში - 26 დეკემბერს ზურაბ ჯაფარიძე მორიგ "გირჩს" დააფუძნებს

26 დეკემბერს ყრილობა გაიმართება, რომელზეც ახალი "გირჩი" დაფუძნდება და მას ძველი პარტიის ანალოგიური სახელი და ლოგო ექნება. თუმცა, სავარაუდოდ, ცვლილება შეეხება პარტიის სრულ დასახელებას. პარტია დარეგისტრირდება სახელით "მეტი თავისუფლება-გირჩი".

26 დეკემბერს პარტიის ყრილობაზე დაახლოებით 400-მდე ადამიანი იქნება შეკრებილი. პარტიის ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარეს აირჩევენ.

ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ახალი "გირჩი" იქნება ღია პლატფორმა, რომელიც პოლიტიკაში ახალი ადამიანების მოსვლას შეუწყობს ხელს.

"დიდი ნაწილი ძველი "გირჩის" იქნება, ახლებიც იქნებიან. ის ხალხი, ვინც სპიკერები იყვნენ და ჩანდნენ, ისინი არ იქნებიან, ისინი დარჩნენ ძველ "გირჩში" და აპირებენ იქ გააგრძელონ. იდეოლოგია იგივეა, ჩვენ რისიც გვჯერა, ეგ არის თავისუფლების იდეა. კლასიკური ლიბერალიზმი ჰქვია მაგ იდეოლოგიას და მაგის გამტარებელი იქნება ეს პარტია," - აცხადებს ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.

ცნობისთვის, თანაპარტიელებთან გამიჯვნის გადაწყვეტილების შესახებ ზურა ჯაფარიძემ რამდენიმე კვირის წინ სოციალურ ქსელში დაწერა.

დღის ამბები