ამ წუთებში "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში ოპოზიციის შეკრება მიმდინარეობს. შეხვედრის დაწყებამდე ლიდერები აცხადებდნენ, რომ ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი მხოლოდ ახალი არჩევნებია.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია დარწმუნებულია, რომ ქვეყანაში ახალი არჩევნები აუცილებლად ჩაინიშნება.
"სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ქვეყანაში ახალი არჩევნები აუცილებლად ჩაინიშნება. ნებით ჩაინიშნება თუ ძალდატანებით ჩანიშნავს ბიძინა ივანიშვილი, ეს უკვე მნიშვნელოვანი არ არის. ფაქტია, რომ ახალი არჩევნები იქნება, რადგან არ არსებობს ბუნებაში გამოსავალი, გარდა ახალი არჩევნებისა, რომელიც დაძლევს ამ კრიზისს,"- განაცხადა ნიკა მელიამ.