17 ნოემბერი 2024,   14:56
ვრცლად
მოლაპარაკებების ალტერნატივა არის ქვის სროლა და ამის მომხრე მე არასდროს ვიქნები - ვახტანგ მეგრელიშვილი

პარტია "გირჩის" ერთ-ერთი ლიდერის, ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებით, მოლაპარაკებებს ალტერნატივა არ აქვს.

მისივე თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებმა ხმამაღლა უნდა ისაუბრონ იმაზე, თუ როგორ წარმოუდგენიათ პროცესების ქუჩაში გაგრძელება. 

"თუ ბოიკოტია, ბოიკოტი უნდა იყოს და რას ნიშნავს ბოიკოტი, უნდა ვთქვათ. თითოეულ პარტიას, რისი რესურსი და რა წარმოდგენები აქვს ამ ბოიკოტზე, უნდა თქვას; როგორ წარმოუდგენია ქუჩაში ცხოვრება, ქუჩაში თანამშრომლობა, მაშინ, როდესაც ქვეყანა 30 წლის შემდეგ, ფაქტობრივად, იმავე წერტილს დაუბრუნდა, რაშიც ვიყავით. თუ მართლა ეს გვინდა, თუ მოლაპარაკებებს აზრი აღარ აქვს, უნდა გავარკვიოთ და მაშინ უნდა გადავწყვიტოთ და საჯაროდ ვილაპარაკოთ, როგორი იქნება ამ ქვეყნის მომავალი კრიზისში, მაშინ, როდესაც ჩვენ ყველანი არ ვთანამშრომლობთ ხელისუფლებასთან.

მოლაპარაკებებს არასოდეს არ აქვს ალტერნატივა, მოლაპარაკებების ალტერნატივა, საბოლოო ჯამში, არის ქვის სროლა და ამის მომხრე მე არასდროს არ ვიქნები,"-განაცხადა მან. 

დღის ამბები