17 ნოემბერი 2024,   14:31
ვრცლად
თუ ჩვენ ვაპირებთ ხელისუფლების ცვლილებას, უნდა გაკეთდეს განაცხადი, რომ ვართ ერთიანი საარჩევნო ბლოკი - პაატა დავითაია

"საქართველოს ევროპელი დემოკრატების" თავმჯდომარე პაატა დავითაია მიიჩნევს, რომ ოპოზიცია ერთ საარჩევნო ბლოკში უნდა გაერთიანდეს.

მისი განცხადებით, მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი ხელისუფლების ცვლილება. 

"ჩვენ თუ გვინდა ხელისუფლება შევცვალოთ, ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანი საარჩევნო სისტემაში. ჩვენ არ ვართ ერთიანი - რამდენი საარჩევნო ბლოკია, რამდენი პარტია ცალკე გავიდა, შედეგი არის 0. თუ ჩვენ ვაკეთებთ ხელისუფლების ცვლილებას, უნდა გაკეთდეს განაცხადი, რომ ვართ ერთიანი საარჩევნო ბლოკი, რომ ერთიანი, ჩრდილოვანი კაბინეტი გამოცხადდეს, ვინც მომავალში შეცვლის ამ ხელისუფლებას. ერთიანი სია არ გააკეთა "ნაციონალურმა მოძრაობამ", მათ ერთიანობას ხელი შეუშალეს და წაიყვანეს "ნაციონალური მოძრაობის" კამპანია. ამიტომაცაა ასეთი შედეგი,"-განაცხადა პაატა დავითაიამ.

დღის ამბები