"გირჩის" წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი აცხადებს, რომ არის საკითხები, რაზეც "გირჩის" და სხვა ოპოზიციური პარტიების პოზიციები განსხვავდება.
ვახტანგ მეგრელიშვილი აცხადებს, რომ "გირჩი" ეთანხმება ოპოზიციას მოთხოვნებში, უბრალოდ არის საკითხი, რაზეც ისინი ფიქრობენ, რომ შესაძლებელი იქნება გაიცვალოს ვადამდელ არჩევნებზე - პროპორციული უბარიერო სისტემა.
გარდა ამისა, მეგრელიშვილის თქმით, საჯარო უნდა გახდეს მოლაპარაკების დეტალები.
"ვფიქრობ, საჯარო უნდა გახდეს, რა დევს მოლაპარაკების მაგიდაზე ხალხისთვის. ეს არ უნდა იყოს დაფარული. ვეღარ დაიფარება ეს პროცესი. მოლაპარაკების მაგიდაზე დევს ორი თემა, რაზეც "გირჩსა" და სხვა ოპოზიციურ პარტიებს შორის არაა თანხვედრა. ერთი მოთხოვნა იყო ვადამდელი არჩევნები, ამასთან ერთად არის სამი მოთხოვნა - პოლიტპატიმრები, სადაც არის კონსენსუსი და არის ცესკო, სადაც არის კონსენსუსი. და არის მესამე საკითხი- უნდა შეიცვალოს თუ არა საარჩევნო სისტემა.
შეიძლება თუ არა საარჩევნო სისტემის გაცვლა ვადამდელ არჩევნებზე, უნდა გახდეს საჯაროს განხილვის საგანი და გამოჩნდება, "გირჩია" მართალი, თუ სხვა პარტიები.
ჩვენ მივყვებით ვადამდელ არჩევნებს, უბრალოდ, ვთხოვთ, რომ იმაში დაგვიჭირონ მხარი, სადაც ჩვენ ვართ დაინტერესებული პროპორციული უბარიერო სისტემით. მთავარია, პროპორციული უბარიერო დონეზე. ჩემი კოლეგებისთვის თითქოს მძველები ვართ ამ თავდაპირველი მოთხოვნის და თითქოს არ შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რომ ეს უფრო მნიშვნელოვანია, რომ მთავარი აქცენტი ამაზე გაკეთდეს.
თუ არ წამოვა ამაზე ოპოზიციური სპექტრი, საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდება და ვერ მივიღებთ.
უბარიერო პროპორციული სისტემის საკითხი ასეთი აქტუალიზირებული არ არის. თითქოს, მთავარი არის პლებისციტი და ვადამდელი არჩევნები და მე ვიძახი, რომ არ არის ასე.
მე, მაგალითად, წინადადებაც მაქვს, რომ დღევანდელი ოპოზიცია ყველა საკრებულოდანაც კი გამოვიდეს და მართლა გადავიდეთ ისეთ რეჟიმში, რასაც მართლა წინააღდმდეგობა ჰქვია. ამ რეჟიმში სრულიად განსხვავებული კამპანიის დაგეგმვა შეიძლება, თუ მართლა ამას ვაკეთებთ, მაშინ მოლაპარაკებებზე საერთოდ უნდა ვთქვათ უარი და შევუდგეთ საქმეს, სამოქალაქო პროტესტს," - განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.